Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘art idea’

აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც არტ-იდეა ზამთრის ძილის რეჟიმზეა გადასული. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მონაწილეების შემცირებული აქტიობა გახდა. თუმცა ბოლო ხანებია ბლოგერების და მათთან გათანაბრებული პირების რაოდენობამ მოიმატა და კვლავ აქტუალური ხდება არტ-იდეის არსებობა.

თუმცა, მწარე გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს აქტიობა ხშირად მოჩვენებითია ხოლმე. ასე რომ მოდით, ქვემოთ მოცემული პატარა გამოკითხვით გავიგოთ, არტ-იდეის გაცოცხლების შემთხვევაში, რამდენი ადამიანია მზად, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღოს და თავისი კრეატივი სახალხოდ გამოფინოს.

გენადი, შემოაგორე გამოკითხვა:

Advertisements

Read Full Post »

გთავაზობთ არტ იდეას რიგით მე-14 თემის სათაურს, ეს გახლავთ:

ერთი დღით ადრე

One day before

Днем раньше

საკმაოდ ვიწრო და კონკრეტული სათაური ჩანს, ერთი შეხედვით, თუმცა თქვენი კრეატიულობის იმედი მაქვს და ვიმედოვნებ, რომ არ ჩაიკეტებით რაღაც კონკრეტულ საზღვრებში და მრავალ სხვადასხვა სახის კრეატივს შემოგვთავაზებთ.

არტების დადების წესი თქვენთვის ალბათ უკვე ცნობილია, თუმცა მაინც შეგახსენებთ – გამოაგზავნეთ თქვენი კრეატივი, ნებისმიერი სახის, იქნება ეს პროზა, პოეზია, ნახატები, ფოტოები, digital art, მუსიკა, ვიდეო თუ სხვა რამ, მაილზე bigcrow[at]gmail.com . ხოლო თუკი თქვენ უკვე ხართ ”არტ იდეას” ავტორებში, მაშინ შეგიძლიათ პირდაპირ დაპოსტოთ საკუთარი იუზერებით.

უფრო დაწვრილებითი ინსტრუქციისათვის გადახედეთ გვერდს ”პროექტის შესახებ” , ხოლო რათა არტების დადებისას დავიცვათ ფორმატირების ერთიანი სახე – ”არტების დადების წესებს”.

კრეატივის გამოგზავნის ბოლო ვადაა 29 ივნისი, ანუ ორი კვირის განმავლობაში დღეიდან, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ პირველი კვირის განმავლობაში არტები ძველ თემებზე არ მიიღება. ასე რომ კონცენტრირდით ამ თემაზე და არ დაგავიწყდეთ მთავარი – Be Creative.

Read Full Post »

შეამჩნევდით ალბათ, რომ ამ ბოლო დროს არტების რაოდენობამ მკვეთრად მოიკლო, ადრე თუ თემებზე ათობით შემოდიოდა არტები, ახლა ათი არტი ერთ თემაზე უკვე მიღწევაა. ავტორების უმეტესობა თავს იმით იმართლებს, რომ ვერ ასწრებენ არტის შექმნას ერთ კვირაში, ხოლო კვირის შემდეგ კი ახალი არტი მოდის უკვე.

ასე რომ დროებით შემოგვაქვს რამოდენიმე ცვლილება:

  • მიმდინარე არტის (”წყევლა”) დრო გაგრძელებულია იქეთა კვირის ბოლომდე, ასე რომ შეგიძლიათ ისევ აიღოთ ხელში კალმები, ფუნჯები, ფოტო და ვიდეოკამერები, გიტარები, როიალები, მიკროფონები და არტის შექმნის სხვა საშუალებები და განაგრძოთ კრეატივი.
  • შეგიძლიათ დადოთ კრეატივი ნებისმიერ ძველ თემაზე, რომელთა ჩამონათვლის სანახავადაც შეგიძლიათ დააჭიროთ აქ, ან კატეგორიების ჩამონათვალში ნახოთ პუნქტი ”თემები”.
  • შეგიძლიათ დადოთ კომბინირებული კრეავიტი – ანუ კრეატივი, რომელიც ჯდება ერთდროულად რამოდენიმე თემაში, ცხადია კონცეპტუალიზმის დაურღვევლად.

იმედია რომ ესეთი გაფართოებული წესები აღარ მოგცემთ საშუალებას იწუწუნოთ იმაზე, რომ რამეში იზღუდებით და ამიტომ ვერ ქმნით კრეატივს.

Think wider and be Creative!

unframed

Read Full Post »

მოგესალმებით მრავალტანჯული არტიდეის მკითხველნო და მწერალნო. მოგეხსენებათ ალბათ, რომ არტიდეას დასაბამი ჩაეყარა 2008 წლის 27 მარტს და მას შემდეგ ორი სიკვდილი გადაიტანა, კლინიკური და ბიოლოგიური. კლინიკური სიკვდილი დაკავშირებული იყო შარშან ზაფხულში იძულებით და ხანგრძლივ შესვენებასთან, რასაც შემდეგ პროექტის დასამარება მოყვა. მართალია იყო მცდელობა ამ ყველაფრის აღდგენისა, არტიდეა.ჯი -ს სახით, მაგრამ… მაგრამ.

გემახსოვრებათ, ალბათ, როგორი გაცხოველებული მუშაობა მიდიოდა ხოლმე პროექტებზე, იქმნებოდა ყველანაირი სახის პროზა, პოეზია და მუსიკაც კი (პირველი მერცხალი-ს უნიკალური შედევრების სახით). ამ ყველაფრის თავიდან დაწყება, ასე ვთქვათ ნანგრევებიდან, არ იქნება ადვილი საქმე, მაგრამ ვგონებ ერთობლივი ძალით ამ ყველაფერს შევძლებთ.

მაშ ასე, ვიღებ დეფიბრილატორს, ვუსვამ ზედ გელს და ვადებ არტიდეას გულზე. 100… 150…200… განმუხტვა! ახლა დანარჩენი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად აყვებით ”არტ-იდეა”-ს გაცოცხლების აზრს. ვინაიდან და რადგან ცალკე დომეინის იდეამ არ გაამართლა, მოდით და აქვე გავაგრძელოთ ის ძველი ტრადიცია, რასაც არტ-იდეა ერქვა.

ახლა კი ყურადღება!

ყოველ ორშაბათს, დაწყებული 1 ივნისიდან, ახალი კვირის დადგომასთან ერთად, აქ დაიდება ახალი თემის სათაური. წესები უცვლელია – ყველა წერს ამ სათაურის მიხედვით არტს, იქნება ეს პროზა, პოეზია, მუსიკა, ვიდეო, ფოტო თუ სხვა სახის შემოქმედება. მათ, ვისაც გაქვთ თქვენი ავტორის ანგარიშები, ყველაფერი შეგინარჩუნდებათ, ხოლო დანარჩენებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი ნაშრომები ჩემს მაილზე (ჯერჯერობით აქ, თუ შეიცვლება მაილი, ამასაც გაიგებთ) – bigcrow[at]gmail.com .

ქართულენოვანი არტი უნდა იყოს დაწერილი აუცილებლად ქართულად, იუნიკოდის გამოყენებით, დანარჩენი როგორც გენებოთ. წერილის სათაურში დაიცავით ერთი წესი, ArtIdea-[თემის სათაური]-ავტორი, რათა გამიადვილდეს მათი გარჩევა სხვა დანარჩენი რამეებისგან. ასევე კარგი იქნება, თუ გადახედავთ არტების დადების წესს [click].

ასე რომ დაელოდეთ ორშაბათს, მოამზადეთ ტვინები და იფიქრეთ ფართოდ. მანამდე შეგიძლიათ თქვენს საკუთარ (ვისაც გაქვთ) ლამაზ-ლამაზ ბლოგებზე მოახდინოთ ამ ფაქტის გავრცელება, დაე გაიგოს ხალხმა. წარმატებები.

ეს კი ფოტო, ხალისიანი და მსუბუქი განწყობისათვის:

babuawvera

Read Full Post »

%d bloggers like this: