Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘cyberpunk’

წასულხარ, ჩემო ერთადერთო და დამტოვე ამ მტვრიან ქალაქში. ერთი მეორეს მიყოლებით ქრებიან ცხოვრებიდან სახეები, მეგობრები საზღვარგარეთ მიფრინავენ, ამ ქალაქზე გაცილებით თბილ ქვეყნებსა და ქალაქებში. კალენდრის ფურცლები კი შემოდგომის ფოთლებივით ცვივა, შიშისმომგვრელი სიჩქარითა და პუნქტუალობით. ალყაშემორტყმული ნარჩევი ჰაშშიშინებივით უფსკრულში ეშვებიან უშიშრად. და დრო კი ალლაჰივით მოწონებით უკრავთავს სამოთხიდან.

არც კი იცი რომ გავბომჟდი აქ უშენოდ და სახლი ნაგვით ამევსო. და ჩემი (ჩვენი!!!) საწოლი ზამთრის ძილიში ჩანაბული დათვის ბუნადს გავს. კარგი იქნებოდა ეს ზამთარი გამომეტოვებინა და ყოველდღე სველ და ტალახიან ასფალტზე სიარულით თავს აღარ შევიწუხებდი.

სკაიპით გელაპარაკე, მაგრამ არ მეყო პაკეტებათ გაგზავნილი სიტყვები. ალბათ მოდულირება-დემოდულირების დროს რაღაც ცოცხალი იკარგება საუბრიდან და მხოლოდ ეკრანის სიღრმეში მოციმციმე პიქსელები რჩება.

რაღაცეებს ვკითხულობ, ძირითადად მე რომ მიყვარს ისეთ წიგნებს. ახალი ჟანრი აღმოვაჩინე, კიბერპანკი (ვიკიპედიის თქმით, კიბერპანკი ლიტერატურის ჟანრია, რომელიც აღწერს მარგინალური ელემენტების თავგადასავალს მაღალტექნოლოგიურ საზოგადოებაში). და უცებ დროის მანქანა მომინდა. მაშინ ხომ ისევ გუშინ-ში წავიდოდი და გნახავდი. და ასე უსასრულოდ შევძლებდი. თუმცა მთელი სიცოცხლის ერთ დღეში ჩაკეტილად გატარება ეს ხომ ДЕНЬ СУРКА არის. ზაზუნას დღეს სიამოვნებით გავატარებდი შენთან ერთად. თაუმცა უამრავი ზაზუნას დრე მაქვს გატარებული ისედაც, მარტოობაში. დღეები, რომლებსაც ჩინელი ემიგრანტებივით ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ. მაგრამ დღევანდელი დღე გამორჩეულია, შენ ღამე გაფრინდი და შეიძლება ითქვს, რომ დღეს სხვანაირად არის ვიდრე… ერთი დღით ადრე…

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: