Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘forest’

შვიდი

შვიდი რთული რიცხვია. შვიდი დღე, შვიდი სამურაი, შვიდი სასიკვდილო ცოდვა და აქედან განსაწმენდელის შვიდი წრე. ისლამში კი პირიქით, სამოთხეში ცათა რაოდენობა. თუმცა ისლამურ ჟოჟოხეთში შვიდი ცაცხლი ანთია. ბუდდას შვიდი ნაბიჯი. შვიდი ნოტი და შვიდი ფერი ცისარტყელაში. კუხულინის შვიდი-შვიდი თითი ხელებსა და ფეხებზე. თავის ოდისეაში დაკარგული დევიდ ბოუმენის შვიდი ოქტაედრი. ტოლკიენთან ლაპარაკიც ზედმეტია, იმდენგან არის ნახსენები ეს რიცხვი. Dragonball-შიც, შვიდი დრეგონბოლი ხომ ნებისმიერ სურვილს ასრულებს. სონიკი რომ გადააქციო სუპერსონიკად გჭირდება შვიდი ზურმუხტი. მსოფლიოს შვიდი საოცრება. ბუშიდოს შვიდი ძირითადი პრინციპი. აკრების რაოდენობაც შვიდია. 7up.
ვფიქრობ ამ რიცხვზე და რაღაცნაირად ზიზღიც კი მეუფლება. რა უნდა თქვა, ეს ხომ უბრალო რიცხვია. მაგრამ გინდა შეთხზა რაღაცეები, თან ისე, რომ აზრიანი გამოვიდეს, არადა მხოლოდ აზრების ნაგლეჯები გიტრიალებს თავში, როგორც გამრავლების პერიოდში ათასობით დაძონძილფრთიანი ღამის პეპელა აწყდება ფანჯრებს. და რომ ვიცოდე, როგორ ავანთო ის სინათლე, რომელიც ისევე მიიზიდავს ”იდეინი” იდეებს, როგორც აივნის ნათურა პეპლებს.
ჰოდა მოდით, ჩვენი თვალების კრიალა შუშები ოდნავ (more…)

Read Full Post »

ყველაზე დიდი საიდუმლო

შეიძლება ითქვას, ეს ამბავი რეალურ ფაქტებზეა აგებული. მხოლოდ მხატვრული ხერხების პრიზმაში არის ზოგი რამ გარდატეხილი მეტი გამომხატველობისათვის. ეს, რაც ახლა წაიკითხეთ, მხატვრული ხერხი იყო. მახატვრული ხერხი კი, ბატონებო, კარგი რამეა, თუმცა ინფორმაციის გადაცემის თვალსაზრისით არაეფექტური. პირველი ორი წინადადების 17 სიტყვის მაგივრად შემეძლო მხოლოდ 3 დამეწერა: ”ეს სინამდვილეში მოხდა”, მაგრამ გრაფომანიის ჟინით შეპყრობილი ხელები თვითონ წერენ რაღაცეებს, აზრების ნაგლეჯებს, რომლების ყოველთვის ფონად არის ტვინში და უკვალოდ ქრება, თუ ასე ექსპრომტად არ ჩაწერ. თუმცა კმარა ქადაგი… მომყევით 🙂
მოკლედ, ღამის 4-5 საათია და იტერნეტში რაღაცას ვეძებ. ეს რაღაც ბევრ მოგონებას აღძრავს, თუმცა არც ვიცი ჯერ რა არის კონკრეტულად. გაუგებრად ვთქვი?.. კარგი…
მოხდა ისე, რომ ბალტიის ზღვაზე მოვხვდი*. თანაც ოქტომბრის ბოლოს, რომელიც ბორშივით თბილი შავი ზღვისთვისაც კი აღარ არის სეზონი. აქ კი… მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანულ ბუნკერებს აწვიმდა, სანაპიროს გასწვრივ კი ფიჭვებიდან ჩამოცვენილი წიწვებითა და გირჩებით სავსე სანგრები მიიკლაკნებოდა. ალბათ ასევე გრძნობდნენ თავს 65 წლის წინ იგივე (more…)

Read Full Post »

მწვანე მანქანა ჰყავდა, როგორც მახსოვს… “ნოლ ორი” თუ “აძინაცეტი”, არა, მაინც “ნოლ ორი”, იმიტომ, რომ უკან უნივერსალივით ბაგაჟნიკი ჰქონდა. ნუ რა საყვარელი ეს იყო, საყვარელი ფილმებიდან ვიცით, უნდა იყოს 30-32 წლის, უკან გადავარცხნილი შავი თმით, ძვირი კოსტუმი, შვინდისფერი ან რამე სხვა ფერი, ოგონდ არაბანალური… ისეთი, რომ ეგრევე შეეტყოს მასში ჩასმულ-გახვეულ პიროვნებას არაჩვეულებრივობა. მამაკაცი “с большой буквы”, თუმცა ქართულში დიდი ასოთი არ წერენ… ჰო, ცხადია არ წერენ და ეს მარადიული პრობლემა, როდესაც “ვორდში” კრეფ ტექსტს ქართულად და პირველ ასოებს გიდიდებს. ასე რომ ქართულში ეს მხატვრული ხერხი არ გამოდგება… მაშინ უარესი: “თრუ” მამაკაცი! სახელად ალბათ ვინსენტი ან სებასტიანი.

ჰოდა ეს მამაკაცი უნდა იჯდეს კაფეში და დაელოდოს საყვარელს. ქათქათა თეთრი სუფრა, ხელსახოცები ნიკელირებულ სადგამში და ერთი ფინჯანი ყავა. მამაკაცი ზის და სიგარეტს ეწევა, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ფეხსაცმელი კარგად პოლირებილი წითელი ხის ფერი, როგორც ძვირი ავეჯი არის ხოლმე, ისე, სხვათა შორის შარვლის ტოტიდან წინდა მოუჩანს, ყლინჯის ფერში შერჩეული, და მასში ჩატანილი ფეხსაცმლის ზონარი. ყვავილები… თან არ აქვს, რადგანაც ოფიციანტთან მოილაპარკა, რომ საიდუმლო ნიშანზე მიართმევენ სასურველ მანდილოსანს კეტჩუპივით წითელი ვარდების უზარმაზარ, მეეზოვის ახალ ცოცხზე (more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: