Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘idea’

აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც არტ-იდეა ზამთრის ძილის რეჟიმზეა გადასული. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მონაწილეების შემცირებული აქტიობა გახდა. თუმცა ბოლო ხანებია ბლოგერების და მათთან გათანაბრებული პირების რაოდენობამ მოიმატა და კვლავ აქტუალური ხდება არტ-იდეის არსებობა.

თუმცა, მწარე გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს აქტიობა ხშირად მოჩვენებითია ხოლმე. ასე რომ მოდით, ქვემოთ მოცემული პატარა გამოკითხვით გავიგოთ, არტ-იდეის გაცოცხლების შემთხვევაში, რამდენი ადამიანია მზად, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღოს და თავისი კრეატივი სახალხოდ გამოფინოს.

გენადი, შემოაგორე გამოკითხვა:

Advertisements

Read Full Post »

მხოლოდ მათთვის, ვინც წერს

როგორც გახსოვთ, რამდენიმე ხნის წინ შეგპირდით ბონუს-იდეის დადებას. ტექნიკური თუ სხვა მიზეზების გამო ბონუსის დაქოქვა დღემდე გადაიდო, თუმცა რამდენიმე ჩვენი კრეატივშიკის მოთხოვნით, დღეს გადაწყდა დადება.

რა არის ბონუს-იდეა?

ბონუს-იდეა არის უფრო კონკრეტული და ჩარჩოში მოქცეული თემები. ძირითადი მიზანია წერის სტილის დახვეწა და თვითგანვითარება, writing skill-ების გაუმჯობესება, მაქსიმალური კრიტიკის მიღება ნაწერებზე. მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც მოისურვებს. შაბათის თემები და ბონუს-თემები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობს, მონაწილეობა შეგიძლიათ როგორც ერთ-ერთ მათგანში, ასევე ორივეში.

ბონუს-იდეის ფორმატი

ბონუს-იდეის ფარგლებში დავალება შეიძლება რამდენიმე სახით მოვიდეს:

1. მოთხრობის პირველი რამდენიმე ფრაზა ან აბზაცი. ძირითადად მოცემული იქნება კონკრეტული სიტუაცია, შეიძლება – მთავარი გმირის სახელი.
მაგალითად: “ჯუზეპე ჩუმად შეიპარა აბაზანაში. იქ ფლეიბოის ახალი ნომერი ელოდებოდა, რომელსაც უნიტაზის უკან მალავდა. საბედნიეროდ, მათი დამლაგებელი, ქალბატონი ნუციკო, არც ისე კეთილსინდისიერად ასრულებდა საქმეს და მაგ ადგილს არასდროს წმენდდა”.

2. მოთხრობის ბოლო რამდენიმე ფრაზა ან აბზაცი.
მაგალითად: “ყვავა გალოთდა, მროველი ბოლოს დიდი მწერალი გახდა, შურას ასავალ-დასავალს კი ვეღარავინ მიაგნო. ბოლოს ანკარაში უნახავს ვიღაცას, შაურმას ყიდდაო, თუმცა ამ ამბის დაჯერება ცოტა გამიჭირდა – შურა ხომ ვერასდროს იტანდა შაურმას.”

3. რამდენიმე ერთმანეთთან დაუკავშირებელი წინადადება, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული მთელ მოთხრობაში, ფორმის შეუცვლელად.
მაგალითად: “ჩემი გიტარა მაგრად ურევს. მეზობლის ძაღლი გულისგამაწვრილებლად ყეფდა. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. უცხოპლანეტელებმა განაცხადეს, ეს ჩვენი პლანეტაა და აბა დავაი აქედანო, ნორმალურია ახლა ეეს?”

4. მოთხრობის სიუჟეტური ხაზი.მაგალითად: მოთხრობა გოგონაზე, რომელსაც უყვარდა ძაღლები და არ უყვარდა ადამიანები.

რას ვაკრიტიკებთ?

ყველაფერს. წერის სტილს, წინადადებების გამართულობას, მართლწერა-პუნქტუაციას, ფაქტობრივ შეცდომებს, სიუჟეტს, მოქმედი გმირების სახასიათო შტრიხებს, მოკლედ, ყველაფერს, რაც ქმნის მოთხრობას და ყველაფერს, რაც დაეხმარება ბონუს-არტის ავტორს შექმნას შემდეგი, უკეთესი, დახვეწილი არტი.

Be Creative!

Read Full Post »

%d bloggers like this: