Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘Nemorez’

Read Full Post »

საიდუმლო
სადუმილო
ვიდუმილოთ
შემომედუმილე
შენთან ერთად დუმილი ყველაზე დიდი საიდუმლოა, რადგან ყველაზე მეტად მაგ დროს ვარ…
უცნაურია და თან სიმართლეა
სრული ვხდები შენთან
სიტყვები კი ზედმეტი სიჭრელეა

შემომეხვიე დუმილში
მე დასამალი არაფერი მაქვს
ყველაფერ შენში ფერადდება ჩემთვის
ჩემი შემაძრწუნებელი უფრსკრულებიც კი ნელთბილი თოვლით იმოსება როცა შენთან ერთად მარტოობის საიდუმოლოებას ვეზიარები

სინამდვილეში კი – ჭეშმარიტად გეუბნებით – ლოთების უფროა ცათა სასუფეველი, ვიდრე ბანკირების

Read Full Post »

ერთადერთი და განუმეორებელი, თვითმგვემი ვირუჩას რომანტიკული მორფოლოგია

მეს, მარტივი ძალიან აღწერა:

ჩემი ისტორია ეს თქვენი ისტორიაა.
ჩემი მოდგმა ეს თქვენი მოდგმაა!
დაიმახსოვრეთ, ამ ტექსტში ეს მთავარი პრინციპია!

რუხი კუსავით მოსაწყენი და მოლურჯო-ნაცრისფერი ვირივით უნიათო ვარ.
მოკვდავი!
მაგრამ, მე უფრო მღვიძავს ვიდრე თქვენ და ეს ფატი, ეს შეგნებულობა – სიამაყეში მეპიტნავება. სიამაყეში პიტნიანობა კი ჩემს გონორის დასიებულობის ფხანაა და ეს პატივმოყვერეობას აყუჩებს.

სინამდვილეში არც ჩახლა ვარ და არც რთული.

ცუდად უდრეკი ვარ. თვითგვემისა და ვირობისთვის.
თვითმგვემი (ან თვითგვამი) ვირი გინახავთ?
ანუ მე არ გინახივართ!
არც არის საჭირო.
მენდეთ, არაფერი განსაკუთრებული ან ნორმებიდან ამომხტარი და მითუმეტეს არაფერი საინტერესო, ან მსგავი კატაგორიებით სიამოვნების მოვლენას მე არ/ვერ წარმოავდგენ.
მე იგივე ვარ, თქვენი მსგავსი, მჭამელი, მჟიმავი, მოგანავალე, მშარდავი, პირღია, (more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: