Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘news’

აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც არტ-იდეა ზამთრის ძილის რეჟიმზეა გადასული. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მონაწილეების შემცირებული აქტიობა გახდა. თუმცა ბოლო ხანებია ბლოგერების და მათთან გათანაბრებული პირების რაოდენობამ მოიმატა და კვლავ აქტუალური ხდება არტ-იდეის არსებობა.

თუმცა, მწარე გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს აქტიობა ხშირად მოჩვენებითია ხოლმე. ასე რომ მოდით, ქვემოთ მოცემული პატარა გამოკითხვით გავიგოთ, არტ-იდეის გაცოცხლების შემთხვევაში, რამდენი ადამიანია მზად, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღოს და თავისი კრეატივი სახალხოდ გამოფინოს.

გენადი, შემოაგორე გამოკითხვა:

Read Full Post »

გაივსო სამყარო უკვე, ტევა აღარაა, ყველგან არიან, ყველაფერს მიწვდნენ, ყველას გადაბირებას ცდილობენ! ზარმაც ხალხზე მაქვს ლაპარაკი და მიუხედავად იმისა, რომ მეც მივეკუთვნები მათ რიგებს, ამჯერად მესამე პირში ვისაუბრებ.

საქმე იმაშია, რომ ძრავი, რომელიც ამუშავებს ამ შესანიშნავ ბლოგს, ზუსტად იმ გათვლით, რომ სამყარო სავსეა ზარმაცი ხალხით, რომლებსაც სიკვდილივით ეზარებათ ვორდპრესზე დარეგისტრირება და თავისი პროფილის შექმნა, იქნება ეს მცირედი ინფო თუ უბრალოდ ავატარი, ამიტომაც ეს პროცედურა დაყვანილია სამიოდე დაკლიკებამდე, თუმცა სიზარმაცე რის სიზარმაცეა, კაცს თუ სამი დაკლიკება არ დაეზარება, ამ ყველაფრიდან გამომდინარე სავსეა პოსტები რუხი კაცის პორტრეტიანი  კომენტარებით.

დღეიდან, გაიმარჯვა რა კომუნიზმმა და მასობრივნა აზროვნებამ, ავატარებს ურიგებენ ყველას, უფასოდ და მასობრივად, დღეიდან აღარ მოგვიწევს რუხი კაცის პორტრეტების ყურება კომენტარებში, მათ შეცვლის ლამაზი და უნიკალური სურათები, რომლებიც არ მეორდება და არ თავდება.

გაიხარეთ, ზარმაცებო.

Read Full Post »

%d bloggers like this: