Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

Posts Tagged ‘Sci-Fi’

Soundtrack: Aes dana – Onset Data [Ytb]

უდაბნოს ქარმა ახალი ძალით წამოუბერა და ცხელი ქვიშა სახეში მოგვაყარა. ადგილი, სადაც ჩვენი დანაყოფი იყო განლაგებული, ისეთივე მოხრიოკებული და უდაბური იყო, როგორც მთელი პლანეტა. თუმცა ეს მოხრიოკებული მთავრდებოდა ზუსტად იქ, სადაც მე ახლა ვიდექი, მაღალ, ქვებისგან აშენებულ ბასტიონზე და თერმოლაზერის მძიმე კორპუსს შეფარებული თავბედს ვიწყევლიდი იმის გამო, რომ კაჩინსკის არ დავუჯერე და მაგნიტური დამატენიანებელი დილითვე არ ჩავრთე. ახლა ისღა დამრჩენოდა, რომ უდაბნოსავით ამომშრალი რეზერვუარისთვის მემზირა და იმედი მქონოდა, რომ ლეიტენანტი ჩემს შემცვლელს ვადაზე ადრე გამოაგზავნიდა, სხვა თუ არაფერი დღისით მიწევდა მორიგეობა, ეს კი ორმაგად რთული იყო.

ადგილი, სადაც ჩვენი თავდაცვითი ბასტიონი იყო აშენებული დიდი და უხეში ლოდებისგან, წარმოადგენდა იმ რამდენიმე გადარჩენილი ოაზისიდან ერთ-ერთს, რომელიც ტოტალურ გაუწყლოვნებას გადაურჩა გასული საუკუნის ორმოცდაათიანებში. დაცვა კი მართლაც საჭირო იყო, დღე არ გავიდოდა, რომ ვინმე ახალი ბედის მაძიებელი არ შეგვებრაწა თერმოლაზერზე. ხალხი მოდიოდა და მოდიოდა იმის იმედად, რომ აქ იპოვიდნენ თავშესაფარს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სამარეს პოულობდნენ, უძრავ და გავარვარებულ ქვებს შორის. და ასე გრძელდებოდა უკვე დიდი ხანია. ხალხი მოდიოდა, ხალხი რჩებოდა. ოაზისის რესურსები არ იყო იმდენი, რომ ყველა მსურველისთვის გაეძღო მუცელი.

…ობიექტივში მყოფი ერთადერთი ცოცხალი არსება – პატარა ყვითელი ხვლიკი უეცრად გაქრა კადრიდან და მტვრის პატარა ღრუბელი დატოვა. ოკულარს მოვცილდი და იქეთ გავიხედე, საითაც ხვლიკი მეგულებოდა, თუმცა კი იქამდე ერთ კილომეტრამდე მაინც იქნებოდა, ასე რომ მოთახთახე ჰაერის სიღრმეებში ვერაფერი გავარჩიე. ისევ ოკულარს მივაკვდი და ნელ-ნელა მოვაშორე კადრი.

bigcrow-011-ninth

-ტომენ, ხედავ იქეთ, მესამე სექტორში? – ჩამესმა ყურში კაჩინსკის მოგუდული ხმა – რამდენიმეა მგონი.
-ვხედავ, ისეთი არაფერია, მოლაყლაყებს თავისთვის, ნელა და ძლივს, ეტყობა რომ უჭირს სიარული – გაოფლილი ხელები ბარძაყებზე შევიწმინდე და ისევ გავიხედე ოკულარში – არაფერი განსაკუთრებული, კაჩინსკი, პანიკას მოეშვი და ცოტა წყალი მიისხი სახეზე, ხომ ხედავ მზე ცუდად მოქმედებს შენზე – გავეღრიჭე კაჩინსკის და სიგარეტის ნამწვი ამოვჩიჩქნე გულის ჯიბიდან.

სანამ მე და სიგარეტის საცოდავი ნამწვი ერთმანეთს ვატყუებდით, კაჩინსკი დაძაბული იყურებოდა ოკულარში, მერე უცებ ამომხედა და თითქმის ამომყვირა:
-ტომენ! სასწრაფოდ ქვემოთ და უფროსობას დაუძახე! სირბილით და შეკითხვების გარეშე!
ცოტა ხანში ლაზერის კოშკურაში ტევა აღარ იყო, ყველა ცდილობდა გაეხედა საჭვრეტის ოკულარში და გაეგო – მართლაც რაშია საქმე. იქვე კაჩინსკის გაფითრებულ სახეს მოვკარი თვალი და მივხვდი, რომ საქმე ცუდად იყო…

[ გაგრძელება იქნება ]

Advertisements

Read Full Post »

ნემო 20 წლის მარტოხელა ყმაწვილი გახლდათ. მაღალი, ბეჭებში ოდნავ მოხრილი, მუდამ გაუღიმარი სახითა და კრიალოსანით ხელში მოძრაობდა. აქციებზე სიარული უყვარდა, “თავისუფლებისათვის” იბრძოდა ხშირად, მეტიც ერთგვარ ჰობად ექცა ეს საქმე, აკრიტიკებდა ყველასა და ყველაფერს, საკმაოდ კარგი ორატორი იყო ჩვენი გმირი და კარგად გამოსდიოდა კრიტიკა, მიუხედავად იმისა არგუმენტირებული იყო, თუ არა. ქართველი – ეს სიტყვა მისთვის ამოსავალი წერტილი იყო და ყველაფერს მის გარშემო აგებდა, მისთვის მიუღებელი იყო ნოვაცია და სიახლე და ტრადიციების დაცვის საგუშაგოზე მდგომი არაერთხელ დაპირისპირებია “ევროპელ” ქართველს.
დრო გადიოდა ნემო იზრდებოდა. ხვდებოდა, რომ ყველაფერი ისე არ იყო მოწყობილი როგორც მას სურდა. უფრო სწორედ მისი შეხედულებები შეიცვალა ავ-კარგიანობაზე. ნელ-ნელა ხვდებოდა რომ ილუზიებში ცხოვრობდა. ხვდებოდა რომ არ არსებობენ: ზარმაცები მაგრამ ნიჭიერები, უბანში გაფუჭებული ბიჭები, არც ღმერთი დასჯიდა ვინმეს თუ ქორწინებამდე ექნებოდა სექსი და არც კონსტიტუციური გზით მთავრობის გამოცვლა იქნებოდა ღვთის რისხვის გამომწვეველი. ნელ-ნელა პესიმიზმის მორევში ჩაეფლო. ერთმა  ზარმა კი მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

-“გამარჯობა ნემო”
-“გამარჯობა შენი. რომელი ხარ?”
-“მე მორფიუს გვასალია ვარ. ვიცი რომ მეძებდი, შენ კითხვები გაქვს რომლებზეც პასუხები შემიძლია გაგცე”
-“ბლინ”
-“რა ბლინ?”
-“იაღოველი ხარ?! თან მეგრელი.”
-“ჰაჰაა. არა იაღოველი არ ვარ პროფესიით ექიმ-ოკულისტი ვარ, ხვალ 10 საათზე რესტორან “თაღლაურაში” გელოდები, ჩვენი კაცი მოგაკითხავს და წამოგიყვანს, თუ რათქმაუნდა თანახმა ხარ?”
-“თანახმა ვარ”

ნემო ნერვიულობდა. 9 საათი გახდა და არავინ არ ჩანს. ალბათ დამესიზმრაო იფიქრა, ესეც ილუზია იყო როგორც სხვა დანარჩენი ყველაფერი ამას ფიქრობდა ნემო, როდესაც კარზე კაკუნი გაისმა.
“მე ნინიტა ვარ, მზად ხარ მორფიუსთან შესახვედრად?”

ზუსტად 22 საათზე რესტორან თაღლაურას კარი შეაღო ნემომ. მხოლოდ ერთი მაგიდა იყო დაკავებული, რომელზეც 5 ადამიანი იჯდა. ნემოს დანახვაზე მათ შორის ყველაზე ასაკოვანი, სასმლისაგან კარგა გვარიანად გაწითლებული პიროვნება წამოდგა და ნემოს ხელი გაუწოდა. ეს მორფიუსი გახლდათ.
– “ნემო გახსოვდეს მე მხოლოდ სიმართლის გაგებას გთავაზობ და არაფერ სხვას. იცოდე რეალობა შესაძლოა ისეთი “ტკბილი” არ აღმოჩნდეს როგორსაც ელოდები. შენს წინ ორი ჭიქაა, ერთში თეთრი ღვინო ასხია, მეორეში წითელი. პირველს დალევ – არც გული აგერევა, არც პახმელია გექნება, ჯიგრულად გაატარებ ჩვენთან ერთად დროს, ხვალ სახლში გაიღვიძებ და არაფერი არ გემახსოვრება. წითელს დალევ – ტრომბით სიკვდილის დიდი ალბათობის წინაშე დადგები, საშინელი “სუშნიაკი” გექნება, რწყევისგან გააფრე, სამაგიეროდ რეალურ სამყაროში გაიღვიძებ”. (more…)

Read Full Post »

თეიმურაზი ერთადერთი ადამიანი იყო მთელ თბილისში და ალბათ მთელ საქართველოშიც, ვისაც ზიმბაბვეს ერთ-ერთ ენაზე, შონაზე შეეძლო საუბარი. თუმცა მისი პოვნა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. ბოლოს და ბოლოს, ორიოდე კვირის ძიების შემდეგ მივადექით მის ბინას.
– კი, მაგრამ თეიმურაზის ზიმბაბვური რა ჯანდაბად გჭირდებათ? – გაუკვირდა ჭაღარა ბუზღუნა ქალს, რომელიც, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, თეიმურაზის და იყო.
– იცით სახელმწიფო მნიშვნელობის და ძალზე საიდუმლო საქმე გვაქვს – ვუპასუხეთ ჩვენ და სახეზე აშკარად გვეტყობოდა ბედნიერება რომ ბოლოს და ბოლოს ამ მისამართზე არათუ ცხოვრობდა ვინმე თეიმურაზი მაინც, არამედ ზიმბაბვურიც კი გაეგებოდა – 2 კვირიანი ძებნა ეს ეს იყო დასრულდებოდა.
შევაბიჯეთ დაძველებულ და ნახევრად დამპალ ხრუშოვკის კორიდორში, ჯერ კიდევ სიტუაციაში კარგად ვერ გამორკვეული ბებია მაინც მაშინალურად იმეორებდა მილიონჯერ ჩატარებულ და ინსტინქტების დონემდე დაყვანილ რიტუალს:
– გაიხადეთ ახალგაზრდებო, კურტკა აქ ჩამოკიდეთ, ჩაი მოგართვათ? – აქეთ (more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: