იმისთვის რომ გაიგოთ ვინ ვარ მე ალბათ შემდეგი ისტორიის მოსმენაა საჭირო:
ბევრი წლების წინ ასეთი რამე შემემთხვა, კერძო სახლში ვცხოვრობდით, ადრეული გაზაფხული იყო, ჯერ ისევ ციოდა.
ხოდა როგორც ყოველთვის, დილაობით, ლოგინიდან ახალი ამდგარი მივედი გამათბობელთან და პიეზო-ელემენტის კნოპკას დავუწყე ჩხაკუნი, რამდენჯერმე გავაჩხაკუნე და გაზის რეგულატორი გადავატრიალე, არ აინთო, დავაბრუნე გაზის რეგულატორი უკან და კიდე რამდენჯერმე დავაჭირე ასანთებ ღილაკს, კიდე მივატრიალე გაზის რეგულატორი, ამ დროს რაღაც იდეა დამებადა(დილაობით, როცა ძალიან მშია და ბოლომდე არ მღვიძავს კაი ფანტაზიის უნარით გამოვირჩევი) – და წავედი ფიქრებში, ცოტა ხანში გონს მოვეგე, დავაბრუნე გაზის რეგულატორი ჩაკეტილ მდგომარეობაში და წამის მეასედით ადრე სანამ პეზო ელემენტის კნოპკას დავაჭირე, გავიფიქრე რო ბევრი გაზი გამოვუშვი და როგორც ყოველთვის ასეთ შემთხვევაში, ეხლა იბუთქებს ერთბაშად თქო… დავაჭირე პეზო ელემენტს…
უცებ ჩაბნელდა, პირველი წამი დამაინტერესა როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ტექნოლოგიურად ის ამბავი რო გაზის ანთებისგან დენი დაამოკლა და პრობკები გამოვარდა. მარა უკვე შემდეგ წამს გამიელვა თავში აზრმა რო იფეთქა და რო მოვკვდი, მარა მე ღმერთი არ მწამს, ამიტო თუ მოვკვდი – არ უნდა ვფიქრობდე, თუ ვფიქრობ – ე.ი. ცოცხალი ვარ…
და აქ უკვე ყველაფერი დამილაგდა ტვინში, რო არ მოვკვდი, და არც გონება დამიკარგავს ჯერ, ეს უბრალოდ ლაგია, როგორც თამაშებში, რამე ძალიან სწრაფად რო ხდება რო ვერ ასწრებს დარენდერებას, და ეხლა ლაგი დამთავრდება და ვეგდები სადღაც თქო… სანამ გავითიშებოდი ძალიან მაინტერესებდა რა კიდურები მომეგლიჯა, რა ხდებოდა გარშემო, რამხელაზე იფეთქა, სისხლისგან დავიცლებოდი როცა ლაგი დამთავრდებოდა თუ უბრალოდ კედელზე მიმანარცხა უკან და პატარა კოპი მექნებოდა და ფანჯრებს ჩალეწავდა წნევა მარტო…
გონზე მარტო ერთხელ მოვედი, მახსოვს კადრი როგორ ავწიე თავი და დავინახე მეხანძრეები როგორ დადიოდნენ გარშემო, მე სადღაც იატაკთან ახლოს მქონდა თავი, ვიჯექი აშკარად, მარა მეხანძრეებს არსად არ მივყავდი, ისე დადიოდნენ აქეთ იქეთ, არადა იცოდნენ რო ცოცხალი ვარ, უბრალოდ არ ეჩქარებოდათ ჩემი დაძვრა, არავინ არ მადგა თავზე და არ მიყვიროდა ცოცხალი ხარო, ან არ მოკვდეო, არაფერი მსავსი. არც ცეცხლი იყო გარშემო, უბრალოდ ჩემი კერძო სახლისგან არაფერი იყო დარჩენილი, ეს ვიცოდი, არ დამინახავს დეტალები – მარა ერთი შეხედვით მივხვდი რო აფეთქება საოცარი ძალის იყო და გარშემო ყველაფერი აორთქლდა…
რამდენიმე წლის მერე გავიღვიძე, უფრო სწორად ჩემთვის 1 წამის მერე, მარა რო გამოვფხიზლდი ვიცოდი რო ბევრი დრო გავიდა. ეგრევე წამოვდექი ლოგინიდან, არაფერი ისეთი არ მჭირდა, ცოტა ხელები მქონდა დამახინჯებული, მარა არაფერი ისეთი, ყველა ისე მექცეოდა თითქოს სადღაც უცხოეთში ვიყავი წასული და ჩამოვედი. ვიღაცეები მაცნობდნენ რა მდგომარეობაშია სტრაიკბოლი, ვიღაცა მიყვებოდა პოლიტიკურ მდგომარეობას, ეს უკვე ქუჩაში კი არა და სადღაც, მარა ეს ყველაფერი ზედმეტი პომპეზურობის გარეშე, ისე რა – ჩვეულებრივად.
ერთი პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო წლის რა დრო იყო, ბოლოს ვიღაცას ვკითხე და შემოდგომააო, გარეთ მზე იყო და თბილოდა და ვივარაუდე რო ჯერ ეხლა იწყებოდა შემოდგომა. უფ კიდევ კაი ზამთარი არ იწყება თქო, და გულში ძალიან გამიხარდა რო ცოტა ხანი მაინც სითბოში ვიცხოვრებდი სანამ ახლიდან აცივდებოდა და ძალიან მენანებოდა ის პერიოდი რომელიც გაზაფხულიდან შემოდგომამდე დავკარგე, მიუხედავად იმისა რო შუალედში კიდევ წლებიც იყო გასული.
გარშემო კიდე სუ დამყვებოდა ვიღაც როჟა, ვინც ჩემზე ძალიან ნერვიულობდა, და სუ ყვებოდა როგორ გამიმართლა რო რაღაცა ბოძს მივასკდი ზურგით, ხერხემლით პირდაპირ, და არ ადამიტყდა, რო ოდნავ მაინც რო ცერად მომხვედროდა თავი – მოვკვდებოდი, და რამდენჯერმე გავუმეორე რო რა მოხდა თქო რა, ბივაეტ მეთქი. ის კი მაჩვენებდა სურათებს, რამხელა კრატერი იყო აფეთქების ადგილას, როგორ იდგა ერთი ცალი ბოძი რომლის ძირშიც ამ ბოძზე ზურგით მიკრული ვიჯექი მე.
დაჟე ყვავა მოვიდა ერთ მომენტში და მითხრა ბიჯო როგორ გადარჩიო, ჩვენო დაჟე გეპეიში დაგვეწვა თითები აფეთქებისგანო, გარშემო სახლები დაინგრაო და შენო როგორ გადარჩიო…
კი – სწორად მიხვდით, ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო, მარა რაღაც სტრანნი აფორიზმული გზით ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემს რეალურ ცხოვრების ისტორიასაც. ყოველ შემთხვევაში არ ვაპირებდი ჩემს შესახებ არტიდეაზე არაფრის დაწერას, მარა დილით რო გავიღვიძე, ვიცოდი რო ეს სიზმარი იყო ჩემს შესახებ… ხ.ზ. რატომ.
arada ra kargi bichi xar, alliance-li rom ar iko :user::user: 🙂
ხეხ, კარგი იყო… დაკარგული წლების ამბავი მომეწონა 😀
მიმდინარე ”დეპრესნიაკების” ”ფილო-სტრანობების” ფონზე კიბორგა დონეებს წევს. 10/10 ჩემი მოკრზალებული შეფასება :))
madlob yvelas eseigi mara chemi cvlili am motxrobashi minimumia, samcuxarod mendeleevivit damesizmra vsivolish…
sau macuxebda sakitxi – mendeleevis tablica ro qvia, realurad xo mas ar mougonia, nu garda imisa ro mosagoni iq ra iyo realurad, mara ise ro dafiqrde kaci – moigona misma qvecnobierma romelsac mendeleevi chem fexebs martavda an flobda xoda… who’s the author?
author is mendeleev 😉
adamians, romelsac arasodes ar qonia shexeba qimiastan ver daesizmreboda is tablica.. is ubralod imdens mushaobda masze.. rom ubralod saboloo varianti zilshi daesizmra 😉 imho maqamde isedac mividoda, sheizleba cota ufro mogvianebit 🙂
საბანი როგორ გეფარა ? 😛 😀
ბიჟო შენა და ეგ ისა დოდის აბაროტი აუღე და შენ ფართო აუდიტორიას მოუყევი რა დაგესიზმრა???? :)))))))))))))
:ლიოლ:
კიბ, აწი გაზი კარგად აანთე ხოლმე, თორე რამე რო დაგემართოს სახეს აგახევ, სეზონი ახალი დაწყებულია შჩ :)))
ლილიან – ტი სატანა : ))))
ნაწერს რაც შეეხება, well, შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ – მომეწონა
კიბ, ძალიან მიყვარხარ.
ხოდა
იმედია ის, ვინც სიზმარში ზრუნავდა შენზე და შენ გვერდით იყო – მე ვიყავი : )))
ggggggggg, ლილიანმა დაგლიჯა.
ა ხო, თავიდან კიბორგამ დაგლიჯა :))
ლოოლ
მე კიდე შემეშინდა… :user:
აუ ეს რა იყოოო…?! ესე რატო დაასრულე?მე კიდე რამოდენიმე დღის წინ დავიგრუზე და თემა დავწერე,მერე რო წავიკითხე ძაან ტრაგიკული გამოვიდა და ვფიქრობდი დამედო თუ არა აქ.ეს რო წავიკითხე მეთქი მოჯნა ჩემი თემის დადებაც და აი ბოლო აბზაცი რო წავიკითხე გადავყირავდი…აუ რა გატეხე შენი ბოლო აბზაცით რააა
მაგრამ მე მაინც დავდებ ჩემ თემას
nikaa
სორი… ყველას ცხოვრება მეტ-ნაკლებად ტრაგიკულია, ნამდვილი ისტორია ალბათ უფრო ტრაგიკულიცაა ვიდრე აქ ნაწერი მარა… ეს სიზმარი კაი მეტაფორა იყო ყველა მნიშვნელოვან მომენტებზე… ვოტ ი ვსიო.
მე დაჟე ვარ?
o.O
შენმა იმახინაციამ და კრეატივმა საბოლოოდ გამოიღადრეს ყელი და გაურკვეველი დროით სვერხისწესტვენნი დონეს აუკაკუნეს 😀 RESPECT! 😀
BigCrow
უჰუ, ხარ, ძაან ვიკაიფე თან GPI-შნიკი რო იყავი 😀 ალბათ პროსტო კრიშის ამბავში მქონდა გეპეის ასოციაცია…
missel
thx დაველოდებით თქვენს მოთხრობასაც.
eee ra magari cujd dgeshia sheni saqme trakisken xarrrr