აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც არტ-იდეა ზამთრის ძილის რეჟიმზეა გადასული. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი მონაწილეების შემცირებული აქტიობა გახდა. თუმცა ბოლო ხანებია ბლოგერების და მათთან გათანაბრებული პირების რაოდენობამ მოიმატა და კვლავ აქტუალური ხდება არტ-იდეის არსებობა.
თუმცა, მწარე გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს აქტიობა ხშირად მოჩვენებითია ხოლმე. ასე რომ მოდით, ქვემოთ მოცემული პატარა გამოკითხვით გავიგოთ, არტ-იდეის გაცოცხლების შემთხვევაში, რამდენი ადამიანია მზად, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღოს და თავისი კრეატივი სახალხოდ გამოფინოს.
გენადი, შემოაგორე გამოკითხვა:
მიიღებთ არტ-იდეაში მონაწილეობას?
აუცილებლად!
რა არის არტ იდეა?:ს
yeeeeeeeeeeeeeeeeeeee
კითხვაზე ”რა არის არტ იდეა” პასუხი შეგიძლიათ ნახოთ ზემოთ, სათაურის ქვეშ – ”პროექტის შესახებ”
ნუ ვცდი მაინც, გააცოცხლე 🙂
ყვავ იქნებ მოგეხსნა მრავაჯერადად ხმის მიცემის საშუალება? რა უნდა გაიგო ესე. მე ორჯერ მივეცი ხმა :კარუსელი:
უი მართლა? მოიცა მეორედაც მოგცემ 😀
გააცოცხლეთ რა, ჩემი რა მიდის, შემოქმედი თუ არა, მაყურებელი მაინც ვიქნები 😀
აუუუ როგორ მენატრება იცი?
გააცოცხლეთ ….არის ამაში რაღაც
ჩემს გვერდზე ვეღარ შვდივარ ((
გავაცოცხლოთ.
მე დიდი სიამოვნებით გავაგრძელებ წერას არტიდეისთვის.