ნაგვით გაქვს გამოტენილი ყველაფერი…
ჯიბეები, მაგიდის უჯრები, მანქანის სალონი და საბარგული, ოთახი…
ფლეიერიც ნაგვით გაქვს გამოტენილი – აღარ უსმენ ამ მუსიკას.
ტელეფონიც გამოტენილი გაქვს ნაგავი სურათებით, ფოტოებით და სმს-ებით.
My Documents, My Pictures, My Videos – სულ ნაგავია, ყველგან ნაგავია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე თუ მაუსის დაწკაპუნებაზე…
სუნი ასდის უკვე, ყარს ნელ-ნელა…
არა უშავს, ამ ყველაფერს წაშლი, დააფორმატებ, გაწმინდავ, გაასუფთავებ, გადაყრი…
მოერევი ამ ნაგავს, ოთახსაც დაალაგებ და მანქანასაც გაარეცხინებ.
მაგრამ ყველაზე საშიში ნაგავი სულ სხვაგანაა.
გულში, სულში, გონებაში რომ ნაგავი გაქვს, იმას სად გაექცევი?
ცხოვრების დალაგებაა საჭირო.
მოერევი?
ცხოვრების უბორკა:))
სად უნდა წაიღო ეგ ნაგავი ნეტა?
კოცონი უნდა დაანთო, მერე პერანგის კუთხე ჩამოიხიო და ცეცხლს მისცე, აალდეს, შენი ამბავი ცად ავიდეს და იქნებ იქ გაუგონ რამე… 🙂
შენ იქვე იდგები და უყურებ, როგორ იწვის შენი ნაგროვები თავის–დროზე–რო–სულ–არ–გეგონა–ნაგავი, აი ის რამეები…:)
ფაბულას ვის დავესესხე კი იცით:)
კომენტარი მომეწონა ფრიად 🙂
🙂 მეც, მეორე კომენტარი:)
ზუსტად ეგ სამოსელი პირველში მაქ წაკითხული 🙂 ესეთი რიტუალი იყო ტანსაცმლიდან იხევენ პატარა ნაჭრებს და ცეცხლში აგდებენ და წამთ რომ იქ ზევით წინაპრები მათ ამბავს იგებენ… გეცოდინებათ რატო ვწერ 🙂
არადა რას ერჩით ნაგავს.
ვაგროვებ ყველა სახის ნაგავს, სულში, გულში (ცხვირში და ყურში არა)
რაც უფრო მეტ ნაგავს დააგროვებ, მერე უკეთესად გაარჩევ ნაგავს და არანაგავს 🙂
მაგ ნაგავს თანდათან უნდა მოერიოს ადამიანი…
მაგრამ ძნელია…
ძალიან ძნელი…
რადგან ქვევით არის დალექილი…
და პერიოდულად ზევით ამოდის ხოლმე…
როგორც მარილი ილექება წყლიანი ჭიქის ძირში.
და როგორც კი გაანჯღრევ, აიმღვრევა.
Keti,
რათქმაუნდა იცით, ყველამ იცით არაჩვეულებრივი სამოსელი პირველი, მიწერია კიდეც კომენტში, რო იცით ვისგან ავიღე–მეთქი…:)