შენი პორტრეტი უბრალოდ დავხატე გუშინ
და მერე ისევ დავხიე
შევასრულე ყოველდღიური რიტუალი
ფურცელზე შენი სახე დავხატე
ფუნჯებით
საღებავებით
ფხვნილებით
გამოვიყვანე ლამაზი ნაკვთები
ან ნაკვთები, რომლებიც მე მელამაზება…
ჩრდილები თვალებზე…
წამწამები ისე მკრთალად, თითქოს ჩურჩულითაა ნათქვამი… ძლივს რომ გესმის… ძლივს ხედავ…
თვალების ქვეშ შავი რკალები
და ქუთუთოების წვრილი ზოლი წითლად…
დემონიური გამოხედვა
ნაცნობი გამოხედვა…
თითი გადავუსვი ნახატს…
მერე თითები…
მოგეფერე მოგეფერე
მოგეფერე როგორც შევძელი
პორტრეტზე, რომელსაც ყოველ საღამოს ვქმნი
ვქმნი შენს სახეს ისეთს, როგორიც მინდა რომ იყოს…
და მერე მახსენდება ნამდვილი სახე
და ისევ მეზიზღები
და ვხევ პორტრეტს…
ნაფლეთებად…
საღამოს ისევ დაგხატავ ისეთს, როგორიც არ ხარ…
სანამ არ მომბეზრდება შენგან იდეალის შექმნა
სანამ არ მიგიღებ ისეთს, როგორიც ხარ …
შენი პორტრეტი – by piccolina
მაისი 18, 2008 ავტორი piccolina
აუ, მაგრად მომეწონა, მაგრამ ამ შინაარსს უფრო დიდი პოსტი მოუხდებოდა.
ანუ უფრო მეტი რომ დაგეწერა, უფრო მაგარი იქნებოდა.
ammm gachedeee udzlieresiaaa..
piic sagol ra..
gefanebi marto amis cakithvis shemdeg =) :*